пятница, 17 октября 2008 г.

პროექტის აღწერა


1.პროექტის სახელი:
ქართული ხალხური ცეკვები
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
საქართველო მსოფლიოში განთქმულია თავისი ულამაზესი ხალხური ცეკვებით, მას გააჩნია მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ტრადიციები. პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ ჩვენი ქვეყნისი მრავალფეროვანი კულტურა და ისტორია. შეადაროს და პარალელები გაავლოს სხვა ქვეყნების ტრადიციებთან.
3.პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ქართული ხალხური ცეკვების შესახებ. (წიგნები, ინტერნეტი, ჟურნალ-გაზეთები და სხვა). შეისწავლიან ცეკვების წარმოშობისა და განვითარების ისტორიას, აგრეთვე იმ კუთხის ისტორიას და გეოგრაფიულ მდებარეობას, რომელი მხარის ცეკვებსაც განიხილავენ პროექტის ფარგლებში. შექმნიან ფოტოალბომს, დახატავენ ქართულ ტრადიციულ ტანსაცმელს.
შეაგროვებენ ვიდეომასალას, აიღებენ ინტერვიუებს გამოჩენილი ქართველი მოცეკვავეებისა და ქორეოგრაფებისაგან. გააკეთებენ პრეზენტაციებს, შექმნიან ბლოგს და სხვა თვალსაჩინო მასალას.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: 8-14 წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
დისკუსია, მასალის მოძიება ინტერნეტითა და წიგნების საშუალებით, პრეზენტაცია, თემების გადანაწილება და თემის გარშემო ჯგუფური მუშაობა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქნმნას:
მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს, ამ კუთხეებში ხალხური ცეკვების წარმოშობისა და განვითარების ისტორიას. პარალელებს გაავლებენ დღევანდელობასთან.
მოსწავლეები შექმნიან ფოტოალბომებს, ბლოგებს, ელექტრონული ჟურნალს და ა. შ.
8.სარგებელი სხვებისთვის:
პრეზენტაციებისა და ბლოგების საშუალებით თანატოლებს გააცნობენ მოპოვებულ მასალას, გაუზიარებენ თავიანთ შეხედულებას, კომენტარებისა და ელექტრონული ფოსტით პროექტის მსვლელობაში ჩართავენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ქართული ენა.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი:
თამარ ვერულაშვილი - ქ. თბილისის 51-ე საჯარო სკოლა, ინფორმაციული მენეჯერი, მათემატიკოსი.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
Verulashvili.tamar@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea1c860
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://kartulicekva.blogspot.com/

7 комментариев:

ელენე ფირცხალავა комментирует...

zalian momwons qartuli cekva, ragac idumalebitaa savse mozraobebi. tan tu wyvili cekvavs ,qalsa da mamakacs shoris garkveuli distanciacaa. neta ra imaleba amis ukan , sainteresoa. ise ki tu cekvis swavlis survils aguzravs es proeqti zalian kargi iqneba. mec damrcha auxdeneli ocneba, ajaruli kacis partia meswavla. samwuxarod dro ar mrcheba.
qartul cekvaze saubarma zalian gamaxalisa.
warmatebebs gisurvebT!
elene
52-e sajaro skola
tbilisi

liagiorgadze комментирует...

ქართული ცეკვა მართლაც სასიამოვნო სანახავია და ამიტომაც მსოფლიოში ყველა იხიბლება ჩვენი კულტურით.
ლია გიორგაძე 39-ე სკოლა

Luiza Lomjaria комментирует...

Tamuna, my dear, as alvays your project is useful and fine.
Good for you.
Love- Luiza

ani комментирует...

ცეკვა ყველანარი მომწონს, მაგრამ ქათული ცეკვები უფრო საინტერესო სანახავია, განსაკუთრებით მომწონს აჭარული ცეკვა და დარწმუნებული ვარ ყველას თუ არა უმეტესობას ეს ცეკვა მოსწონს .

Inga комментирует...

მინდა დავეთანხმო, ქართული ცეკვები მართლაც უნიკალური მოველნაა და ნებისმიერი ქვეყნის პუბლიკაში აღტაცებას იწვევს. ეს არაეთხელ მიგრძვნია უცხოეთში, მაშინაც კი როცა არაპროფესიონალები ცეკვავენ. კარგი იქნება თუ ქართველი ბავშვები მეტს იფიქრებენ უფრო ღრმად დაფიქრდებიან ქართულ ცეკვებზე და მის ისტორიასაც შეისწავლიან. ძალიან კარგი იდეაა.
პატივისცემით ინგა, GEARN ტრენერი

Irma Zarnadze комментирует...

სალამი,
ძალიან მიყვარს ხალხური ცეკვები, ისინი გამოხატავენ ადამიანის სულს. ლამაზი პროექტია.წარმატებებს გისურვებთ.
პატივისცემით,
ქ.თბილისის 98-ე სკოლის ფრანგ.ენის მასწ. ირმა ზარნაძე

მანანა комментирует...

მოგესალმებით,
ძალიან ლამაზი პროექტია, წარმატებებს გისურვებთ.
ქართული ცეკვები ულამაზესია.
მე ამით ძალიან ვამაყობ.ამ ცეკვებში ქართველი ხალხის მთელი სულისკვეთებაა ჩადებული.
96-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი მანანა ჭიაბერაშვილი