1.პროექტის სახელი:
ქართული ხალხური ცეკვები
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
საქართველო მსოფლიოში განთქმულია თავისი ულამაზესი ხალხური ცეკვებით, მას გააჩნია მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ტრადიციები. პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ ჩვენი ქვეყნისი მრავალფეროვანი კულტურა და ისტორია. შეადაროს და პარალელები გაავლოს სხვა ქვეყნების ტრადიციებთან.
3.პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ქართული ხალხური ცეკვების შესახებ. (წიგნები, ინტერნეტი, ჟურნალ-გაზეთები და სხვა). შეისწავლიან ცეკვების წარმოშობისა და განვითარების ისტორიას, აგრეთვე იმ კუთხის ისტორიას და გეოგრაფიულ მდებარეობას, რომელი მხარის ცეკვებსაც განიხილავენ პროექტის ფარგლებში. შექმნიან ფოტოალბომს, დახატავენ ქართულ ტრადიციულ ტანსაცმელს.
შეაგროვებენ ვიდეომასალას, აიღებენ ინტერვიუებს გამოჩენილი ქართველი მოცეკვავეებისა და ქორეოგრაფებისაგან. გააკეთებენ პრეზენტაციებს, შექმნიან ბლოგს და სხვა თვალსაჩინო მასალას.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: 8-14 წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
დისკუსია, მასალის მოძიება ინტერნეტითა და წიგნების საშუალებით, პრეზენტაცია, თემების გადანაწილება და თემის გარშემო ჯგუფური მუშაობა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქნმნას:
მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს, ამ კუთხეებში ხალხური ცეკვების წარმოშობისა და განვითარების ისტორიას. პარალელებს გაავლებენ დღევანდელობასთან.
მოსწავლეები შექმნიან ფოტოალბომებს, ბლოგებს, ელექტრონული ჟურნალს და ა. შ.
8.სარგებელი სხვებისთვის:
პრეზენტაციებისა და ბლოგების საშუალებით თანატოლებს გააცნობენ მოპოვებულ მასალას, გაუზიარებენ თავიანთ შეხედულებას, კომენტარებისა და ელექტრონული ფოსტით პროექტის მსვლელობაში ჩართავენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ქართული ენა.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი:
თამარ ვერულაშვილი -
ქ. თბილისის 51-ე საჯარო სკოლა, ინფორმაციული მენეჯერი, მათემატიკოსი.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
Verulashvili.tamar@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea1c86015.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://kartulicekva.blogspot.com/